21-11-2024 21:37:08 ,
ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით, - ამის შესახებ განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი X-ზე ავრცელებს.
"ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით და ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებსა და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში. მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გაჟღერების უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.