1-ელი იანვრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარი იქნება

21-11-2024 21:41:49 საზოგადოება

2025 წლის პირველი იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარი იქნება, - იტყობინება "მედიაჩეკერი".

თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შევიდა.

2020 წლის სექტემბერში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ანაზღაურება 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გიაზრდა. მაშინ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ "მედიაჩეკერს" განუცხადა, რომ დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები