21-11-2024 23:21:52 პოლიტიკა
ხგერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი გამოდის შეხსენებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს.
ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.
“პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს,” - წერს სოციალურ ქსელში ფიშერი.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერი საქართველოში 20 ნოემბერს იმყოფებოდა.