
რუსულმა ძალებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი
22/11/2024 05:59:18 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ სუმში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, - იუწყება უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
„მტერი „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ მიკრორაიონს შეუტია“, - აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სუმიზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა განხორციელდა. დაიღუპა 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი.