Accentnews.ge
ზელენსკიმ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ პუტინის აღიარების შემდეგ პარტნიორებს მიმართა: "თუ მკაცრ რეაქციას არ დაინახავს, იგივეს გააგრძელებს"

ზელენსკიმ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ პუტინის აღიარების შემდეგ პარტნიორებს მიმართა: "თუ მკაცრ რეაქციას არ დაინახავს, იგივეს გააგრძელებს"

22/11/2024 06:02:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ ახალი რუსული რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება რუსეთის მიერ ესკალაციისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასა.

"პუტინმა აღიარა ამ წლის განმავლობაში ესკალაციისა და ომის გაფართოებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი", – განაცხადა ზელენსკიმ.

პირველ ასეთ ნაბიჯად მან უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის სულ მცირე 11 ათასი ჯარისკაცის ჩართვა დაასახელა.

"პუტინმა ორივე ეს ნაბიჯი გადადგა მსოფლიოში ყველას იგნორირებით და მისთვის სულერთია რისკენ მოუწოდებენ ჩინეთი, ბრაზილია, ევროპის სახელმწიფოები, ამერიკა და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები. პუტინი ერთადერთია, ვინც არაპროვოცირებული ომი დაიწყო და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი გაგრძელდეს. პუტინი ტყუის, როცა ამბობს, რომ ესკალაციისკენ ახალი ნაბიჯი უკრაინამ გადადგა შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გამოყენებით, რადგან უკრაინას მსგავსი იარაღი პირველად არ გამოუყენებია და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, თავდაცვის მიზნით ამის სრული უფლება აქვს", – განაცხადა მან.

ზელენსკიმ პარტნიორებს მიმართა, რომ პუტინი მათ გამოცდას უწყობს და "თუ მკაცრ რეაქციას არ დაინახავს, იგივეს გააგრძელებს".

ცნობისთვის: 21 ნოემბერს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრს საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყეს.

"ბოლო დღეებში უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თუმცა საჰაერო თავდაცვამ ეს შეტევები მოიგერია", – განაცხადა მან.

პუტინმა აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები "ესკალაციის კურსის გაგრძელებაში" დაადანაშაულა.

"ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში (დნეპრი) საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას", – განაცხადა მან. პუტინის მტკიცებით, არ არსებობს საშუალება, რომელიც „ორეშნიკს“ წინააღმდეგობას გაუწევს.

სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ "რუსეთს უფლება აქვს იარაღი გამოიყენოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავისი იარაღის რუსული ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვას იძლევიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S