
სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ის ეზოში გაშლილ კარვებში გაათენა
22/11/2024 06:19:58 საზოგადოება
სტუდენტების ნაწილმა ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაშლილ კარვებში გაათენა.
კარვები პროტესტის ნიშნად 21 ნოემბერს გაიშალა. სტუდენტების თქმით, მნიშვნელოვანია, პროტესტი იყოს როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე გარეთ - სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაშიც რჩებიან.
ახალგაზრდები სპეცრაზმისთვის საუნივერსიტეტო სივრცის დათმობას აპროტესტებენ.
20 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 02:00 საათისთვის, აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდა. მათი მოთხოვნა რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომაა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შევიდა.