Accentnews.ge
"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა!" - 25 ნოემბერს პარლამენტთან აქცია გაიმართება

"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა!" - 25 ნოემბერს პარლამენტთან აქცია გაიმართება

22/11/2024 07:52:32 საზოგადოება

"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა!" - ამ ლოზუნგით 25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. საპტორესტო აქცია "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი პირველი სხდომის პარალელურად ჩაინიშნა.

აქციის ორგანიზატორია სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა".

"საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.

25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა. და რას ვაკეთებთ ჩვენ? უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა! ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა! 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S