
ირანმა ურანის გასამდიდრებლად "უფრო მოწინავე ცენტრიფუგების" ამოქმედება დააანონსა
22/11/2024 17:03:54 მსოფლიო
ირანმა ურანის გასამდიდრებლად "უფრო მოწინავე ცენტრიფუგების" ამოქმედება დააანონსა.
"ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამად ესლამიმ გასცა ბრძანება, მიიღონ ეფექტიანი ზომები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ახალი და გაუმჯობესებული ცენტრიფუგების სერიის ამოქმედების ჩათვლით", – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
მანამდე, გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც თეირანი "ცუდი თანამშრომლობისთვის" არის გაკრიტიკებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ირანმა „თავისი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად ზომები“ სასწრაფოდ უნდა მიიღოს.