პრეზიდენტი: "მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს"

22-11-2024 22:44:28 პოლიტიკა

"არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად არიან ამ ხელისუფლების ახლო ბიზნესწრეები და არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებმა დღეს გააყალბეს არჩევნები. ეს არის ეფექტური სანქციები, რაც შეიძლება იქნას მიღებული. მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების. შეიძლება, იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, ყველა იმ დახმარებებზე, რაზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ესეც გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს. მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ თუ, რა შეიძლება გაკეთდეს", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები