22-11-2024 23:04:00 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით მისი სარჩელი უნდა განიხილონ.
„საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელმაც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა, მივმართო, დაფიქრდით, 1 თუ 2 წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც მოღალატე, თუ როგორც ნამდვილი გმირები? არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?“, – განაცხადა მან „მთავარი არხის" ეთერში.