პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მთავრობას იზოლაცია ჩამოშლის

22-11-2024 23:08:04 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას იზოლაცია ჩამოშლის.

"გავიგოთ, რომ ესენი [დასავლეთის ქვეყნები] არ გადაწყვეტენ ჩვენს ბედს, ჩვენი ბედი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას გავაკეთებთ. მაგრამ ის, რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა იმისთვის, რომ აქ შექმნილიყო ინსტიტუტები, ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიის მთავარი საფუძვლები, სასამართლოზე ამდენი ხანია, იწვალა და იწვალა. ამდენი თანხებია ჩადებული ჩვენ ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ მთავარი რეფორმები, რაც თქვენი ქყვეყნისთვის არის საჭირო. ყველაფერს ვერ წაიღებს უკან, მაგრამ მაქსიმუმი იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენს პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული. მე მგონი ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას. შიდა და გარე იზოლაცია, შენს თავთან ერთად ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი, ვინც არიან ხომ ვხედავთ, სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში?", – განაცხადა მან "მთავარი არხის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები