
ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
14/02/2020 07:22:54 მსოფლიო
ერაყში, სამხედრო ბაზაზე, რომელზეც აშშ-ის ძალებია განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ არ გავრცელებულა.
უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა იერიში ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს განხორციელდა.
ცნობისთვის: გასულ წელს აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის - „ქუდსის ძალების“ ლიდერი, გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყული საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.