23-11-2024 14:45:44 პოლიტიკა
საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის თანახმად, თბილისში, ვაკის რაიონში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენა, რომელიც 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას ეძღვნებოდა, დააზიანეს.
ელჩმა კუბერნატმა 23 ნოემბერს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დაზიანებული საგამოფენო ბანერები ჩანს.
„სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ“, - წერს ელჩი.
გამოფენა ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის რაიონის გამგეობის მოპირდაპირედ მდებარე ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული.
„არ მჯერა, რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ეს გამოფენა!“ - წერს ელჩი.
Unfortunately, this is how our exhibition dedicated to 35th anniversary of 🇨🇿Velvet revolution in 1989 ended after a week.The exhibition was placed on fence of Vaclav Havel Park opposite the city hall in Vake.I can’t believe anyone would have a problem with the exhibition! pic.twitter.com/89HMLutjjX
— Petr Kubernat🇨🇿🇬🇪🇪🇺 (@PKubernat) November 23, 2024