23-11-2024 15:12:02 პოლიტიკა
19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე პროტესტის დაშლისას დაკავებული ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა "ვივამედში" გადაჰყავთ.
ადვოკატის განცხადებით, მას იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ.
ცნობითვის: საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
"რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გაიმარჯვებს",- ნათქვამია სოციალურ ქსელში, დევიძის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.