საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან განხორციელდა

14-02-2020 11:53:45 ეკონომიკა

2020 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 125,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 8,6%–ით აღემატება.

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან განხორციელდა.

გზავნილების მიხედვით, ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთის ფედერაცია - 26.2 მილიონი აშშ დოლარი
  • იტალია - 21.1 მილიონი აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი - 14.9 მილიონი აშშ დოლარი;
  • აშშ - 13.6 მილიონი აშშ დოლარი;
  • ისრაელი - 13.1 მილიონი აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 6.6 მილიონი აშშ დოლარი;
  • გერმანია - 3.9 მილიონი აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 3.6 მილიონი აშშ დოლარი;
  • ესპანეთი - 3.5 მილიონი აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი - 2 მილიონი აშშ დოლარი;

ახალი ამბები

სხვა სიახლეები