24-11-2024 20:19:06 სამართალი ,რეგიონები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე ორი მამაკაცია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109 (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) მუხლით.
უცნობია, მონაწილეობდა თუ არა მესამე პირი მკვლელობაში. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოკლულები ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებულები და არსებობს ვერსია, რომ მათ ესროლეს ერთმანეთს.