24-11-2024 22:56:55 საზოგადოება
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით დემონსტრანტების მსხვლელობა განახლდა.
მსვლელობა შეფერხდა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ საპროტესტო ავტოკოლონას რუსთაველზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცა. პოლიციის არგუმენტი იყო, რომ რუსთაველის გამზირი საავტომობილო მიმოსვლისთვის გადაკეტილია. იყო მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება.
საბოლოოს დემონსტანტებმა მსვლელობა ქვეითად განაგრძეს. ისინი პარლამენტთან უკვე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
"ერთიანობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან იშლება კარვები.
როგორც დაანონსებულია, დემონსტანტები გეგმავენ პარლამენტთან ღამით დარჩენას და დილიდან პროტესტის განახლებას პარლამენტის დაგეგმილი სხდომის გამო.