პარლამენტთან კარვები გაიშალა

24-11-2024 23:17:16 საზოგადოება

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან. ამ დროისთვის გაშლილია სამი დიდი კარავი, თუმცა იგეგმება დამატებითაც გაშლა.

ამასთან, ადგილზე, როგორც დაანონსებული იყო, მიიტანეს წყალი, საკვები, პლედები - ღამისთევისთვის საჭირო ნივთები.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მალე პოლიტიკური ლიდერებიც შეიკრიბებიან და სიტყვით გამოსვლები დაიწყება.

„კარვები იშლება, გვექნება ჩაი, ყავა, საკვები იმისთვის, რომ ღამე დარჩენა არ გაგვიჭირდეს. დანარჩენს უახლოეს მომავალში გაცნობებთ. ყველამ გადმოვინაცვლოთ და ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ საორგანიზაციო საკითხებში. ძალა ერთობაშია, გავიმარჯვებთ!“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

ხვალ, 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები