25-11-2024 00:39:34 საზოგადოება
სინდისი არ მაძლევს უფლებას, არ ვიდგე თქვენს გვერდით. სინდისი არ მაძლევს უფლებას, მეშინოდეს. მიუხედავად ამისა, მეშინია, მაგრამ მაინც ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაზეც სინდისი მეუბნება, რომ არის მართალი,- მიმართა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტანტებს მსახიობმა ბაჩი ვალიშვილმა.
მან საკუთარი აქტივობის მოტივატორად ბრაზი დაასახელა - რომ ადამიანებს წლობით უწევთ ელემენტარული თავისუფლებებისთბის ბრძოლისთვის უამრავი ენერგიის, დროის ხარჯვა, ქვეყნის განვითარებისთვის კი დრო არ რჩება.
„მინდა, ელემენტარული კითხვა დაგისვათ: არ მოგბეზრდათ ამ რუსულ აბსურდში ცხოვრება? არ მოგბეზრდათ ამ ბოგანოებისთვის კოჭის გორება? არ მოგბეზრდათ, რომ ვიღაც კრიმინალები გართმევენ თქვენსას? რისთვის ვიბრძვით, რაიმე პროგრესული, რევოლუციური იდეისთვის, რომელიც ხუთი საუკუნის წინათაც არ არსებობდა? არა! თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, საღი აზრისთვის, ადამიანურობისთვის. როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ერი შეეგუოს 20 ივნისს, 5 ივლისს, რუსულ კანონს, ადამიანების მკვლელობას განსხვავებულობის გამო, კანონს, რომელიც ისედაც გარიყლ თემს არარსებულ უფლებებს ართმევს, როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ერი ეგუებოდეს მათე დევიძის დაპატიმრებას, 16 უდანაშაულო ბავშვის დაპატიმრებას ჩვენს შესაშინებლად?.
მან „კომფორმისტებსაც“ მიმართა:
„სოლიდარობის განცდა თუ დავკარგეთ, მაშინ როგორ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანები ვართ? ქუჩაში რომ მიდიხარ და ცხვირს წიწაკის სპრეის სუნი გწვავს, რადგან ხუთი წუთის წინ იქ ადამიანები დაარბიეს და დაიჭირეს, როგორ შეიძლება თანაგრძნობით მაინც არ შეხედო ამ ადამიანებს? ჩვენ თუ თანაგრძნობის უნარი დავკარგეთ, რა გამოდის, რას ნიშნავს ეს? მართლა რუსეთი ხომ არ გავხდებით, ნორმალურები თუ ხართ?! ბუჩაში ბავშვები რომ კვდებიან, ეს არ არის მხოლოდ პუტინის ახირება -ეს არის სოლიდარობადაკარგული, ადამიანობადაკარგული, უღირსი, დაჩაგრული ხალხის ბრალი, რომელიც დიქტატორს პასუხს არასდროს არ მოსთხოვს! ჩვენ რუსები ვართ?! ჩვენ ეს ხალხი ვართ?! ჩვენ ქართველები ვართ!“.
მან დემოსნტანტებს მიმართა: „გინდათ ასე ცხოვრებათავისუფლება? გინდსათ, ბასლაინებში იბოგინონ ვიღაც რუსულნომრიანმა კრიმინალებმა?“ - დემოსნტანტებისგან პასუხად მიიღო „არა“.
„გინდათ თავისუფლება?“ - იკითხა მსახიობმა და მას შემდეგ, რაც უპასუხეს, „კი“, თქვა, “მაშინ ვიბრძვით! წერტილი! გამთენიას ბრძოლა გველოდება. დიდება საქართველოს! თავისუფლება დიდება!“.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტანტები ღამის გათენებას აპირებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნომებერს აქვს დაგეგმილი. ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, არ ცნობს რა არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმურობას.