Accentnews.ge
საფრანგეთი: უკრაინას შეუძლია, შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

საფრანგეთი: უკრაინას შეუძლია, შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

25/11/2024 00:30:52 მსოფლიო

უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"პრინციპი ჩამოყალიბდა. ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისადმი კარგად იქნა მიღებული," - თქვა დიპლომატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არ არსებობს "წითელი ხაზები" უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით."

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საფრანგეთმა ჯარები შესაძლოა გაგზავნოს საომარი მოქმედებების ზონაში, როგორც მანამდე მიანიშნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბარომ თქვა, "ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომელიმე ვარიანტს."

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას," - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუს დროს ჟან-ნოელ ბარომ ასევე მიუთითა პარიზის მზადყოფნაზე, მოიწვიოს უკრაინა ნატოში, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვდა.

"ჩვენ მზად ვართ, გავაგზავნოთ მოწვევა და ამიტომ, მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ისევე როგორც უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიების დროს ვმუშაობთ, რათა ისინი ჩვენს პოზიციებს დაუახლოვდნენ," - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

ბარომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: "რა თქმა უნდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს, თუ მეტის გაკეთება გვსურს და ვფიქრობ, ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ."

17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა შეზღუდვები უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღღმეში ამერიკული შორი მანძილის ATACMS რაკეტების გამოყენებაზე. ეს გადაწყვეტილება იყო პასუხი ჩრდილოეთ კორეის სამხედროების საბრძოლო ზონაში გამოჩენაზე. შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა "მწვანე შუქი" აუნთო Storm Shadow-ის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინამ უკვე ისარგებლა მიღებული ნებართვით და გაუშვა დასავლური რაკეტები ბრიანსკის მახლობლად იარაღის არსენალსა და კურსკის რეგიონში სამხედრო სამეთაურო პუნქტზე. თავის მხრივ, რუსეთმა ახალი ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" უკრაინის ქალაქ დნიპროსკენ გაუშვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S