სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული თამლიანი, კუპრეიშვილი, სოსელია და ბუდაღაშვილი პატიმრობაში დატოვა

14-02-2020 12:14:50 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავება განახორციელეს.

ცნობისთვის: დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობასა და მათზე თავდასხმაში. აღნიშნული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები