ამინდის 14 –17 თებერვლის პროგნოზი

14-02-2020 13:02:29 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, თუმცა ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.

15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში - +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +3, +8 გრადუსი იქნება.

17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, 14-16 თებერვალს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4იქნება, ხოლო დღისით - +5, +7.

17 თებერვალს თბილისში დღისით შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები