25-11-2024 15:23:26 საზოგადოება
"სახალხო დამცველი პარლამენტში ყოფილა. ალბათ კონსტიტიციისა და რეგლამენტის დარაღვევას ამონიტორინგებს ადგილზე", - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ მე–11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ესწრებოდა.
დღევანდელ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის წევრი დეპუტატები შეუერთდნენ.
პარალელურად, პარლამენტთან აქცია გრძელდება. დემონსტრანტების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.