ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით

25-11-2024 17:24:48 პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "კვლავ გამოვხატავს სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით"

"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას.

კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები