25-11-2024 18:46:29 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და რომ უგულებელყოფილია კონსტიტუცია.
„მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს - დღეს პარლამენტმა, მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. ძალიან მეცოდება პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცეები არ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი; რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამოდენიმე თვით თუ კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნია. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ვნახეთ კადრები და შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აიღონ ხელში ამ ქვეყნის სადავეების. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, არის ის, რომ თქვენი დრო მოვიდა. რომ ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით - არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის“,- თქვა პრეზიდენტმა.