
ზუგდიდი-თბილისის მატარებელში ცეცხლი გაჩნდა
14/02/2020 09:25:43 სამართალი
ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მომავალ სამგზავრო მატარებელში ცეცხლი გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მატარებლიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.