25-11-2024 20:11:16 პოლიტიკა ,კომენტარი
სათქმელი უნდა ითქვას იმიტომ, რომ დღევანდელი დღე არის წყალგამყოფი პირში წყლის „ჩაგუბებასა“ და იმ სრულიად ლეგიტიმული კითხვების დასმას შორის, რომელიც პროდასავლურ ამომრჩეველს აქვს პარტიებთან, რომლებსაც ჩვენ ხმა მივეცით,- ამბობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და განმარტავს: „რა უნდა მოვთხოვო გაყალბებული არჩევნების მიტაცებულ ხელისუფლებაში მყოფ სუბიექტებს მაშინ, როცა მაქვს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა პარტიებისგან, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ?!“
აქვე ის ერთგვარად ეხმიანება პრეზიდენტის მიმართვას, რომ ახალი თაობის პოლიტიკური ძალების „დრო ნამდვილად დადგა“, „რომელიც ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ არ ენდო არსებულ პოლიტიკურ ძალებს“, ამიტომ, მისი ხედვით, მათ უნდა აიღონ მართვის სასდავეები. ოპოზიცია კი, პოლიტოლოგის ხედვით, ვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ჩახსნას საპარლამენტო სიები და უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე.
რაც შეეხება კითხვებს, ლაგაზიძე შემდეგნაირად აყალიბებს:
აქვე აფრთხილებს, რომ „არ გაბედონ“ და ხალხს არ უსაყვედურონ ქუჩაში არგამოსვლის გამო: „ამომრჩეველმა თვალ იცის და კარგად თვლის, რომ ოთხივე პარტიის ხმების გარეშე ვერ შედგებოდა კოალიციური მთავრობა. ერთი კადრი მაჩვენეთ მათი ერთად დგომის! როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმების დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ?! ამიტომაც არ გამოვიდა ამომრჩეველი!“, მიიჩნია რა, რომ „ეს ხალხი კოალიციური მმართველობისთვის მზად არ ყოფილა, რადგან ხმების დასაცავადაც არ დადგა ერთად გარეთ. თუ ასე არ ენდობოდით ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით? ვის და რის ხარჯზე?“
ის ითვალისწინებს იმასაც, რომ ოპოზიციას „ურთულეს პირობებში“ უწევდა საქმიანობა, თუმცა თვის, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს კვალიფიციური და არა ცინიკურ პასუხები.
„ჩვენ ჩავიკეტეთ ე.წ. „ბაბლში“ და არ ვუყურებდით იმას, როგორ გამოგვღლიტა ხელიდან „ოცნებამ“ რეალური ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები და არა მარტო პირადობის მოწმობებით“. მან თქვა, რომ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტში დიდი იყო საჯარო მოხელეების წილი, „ვამბობდი, რომ ისინი გადაწყვეტდნენ არჩევნების ბედს, ისევე როგორც გადაწყვიტეს 2012 წელს. ჩვენ ამ საჯარო მოხელეების დაცვა ვერ მოვახერხეთ - გაგვისწყდა, როგორი შანტაჟი, დაშინება, მოსყიდვა მიდიოდა იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც თავისი არსით არიან პროდასავლური საქართველოს არათუ მხარდაჭერები, აშენებდნენ სამი ათწლეულის განმავლობაში ამგვარ საქართველოს“.
„ახლა საზოგადოების დროა - არ უნდა შევიკეტოთ სახლებში, რადგან ასეთი ტიპის რეჟიმები რაც უფრო ძლიერად გრძნობენ თავს, მით უფრო აქტიურად და დაუნდობლად უსწორდებიან ოპონენტებს[...] თუ სასოწარკვეთას არ დავამარცხებთ, ეს ხვალ რთულად მოგვიბრუნდება“,- ამბობს ლაგაზიძე. ის არ ემხრობა პოლიტიკოსების პროცესიდან გარიყვას, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ არსებულ ვითარებაში ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია „გადარჩება".