Accentnews.ge
რუტე: სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს NATO-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს

რუტე: სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს NATO-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს

25/11/2024 18:39:51 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

როგორც მარკ რუტე ამბობს, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხები განიხილა.

„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატო-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“, - წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელში.

თურქული მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ანკარაში თურქეთის საგარეო სამეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსაც შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S