
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვა მისცა
26/11/2024 05:30:06 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაუუქმა შეზღუდვა უკრაინას ამერიკული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”სწორედ ახლა მათ [უკრაინელებს] აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ATACMS-ის რაკეტები თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებისთვის და ეს ხდება ახლა კურსკისა და კურსკის რეგიონის მახლობლად", – განაცხადა მან.
ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა აკრძალვა უკრაინის მიმართ, მედიაში 17 ნოემბერს გამოჩნდა. ამის შესახებ The New York Times და Reuters სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ. თუმცა ამ ინფორმაციის საჯარო დადასტურება მანამდე არ ყოფილა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ნოემბრის ღამეს ბრიანსკის რეგიონში მდებარე ობიექტს ექვსი ATACMS-ის ექვსი რაკეტით დაარტყეს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ნებართვას დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირ კონფლიქტად მიიჩნევს.
20 ნოემბერს უკრაინამ კურსკის ოლქში, მარინიოში მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმზე იერიშისას სავარაუდოდ, ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაზიანდა სანატორიუმის ქვეშ მდებარე სამეთაურო ბუნკერი.