
კოსტა-რიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
26/11/2024 07:01:38 მსოფლიო
კოსტა-რიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მისი ცნობით, შემთხვევა ორშაბათს შუადღისას მოხდა, თვითმფრინავი კოსტა-რიკის დედაქალაქ სან ხოსესკენ მიემგზავრებოდა.
ბორტზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. "წითელი ჯვრის" ინფორმაციით, გადარჩენილი 31 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.