
თბილისში ქალი მოკლეს
26/11/2024 07:27:48 სამართალი, საზოგადოება
თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის ქალი.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალთან შვილი უშედეგოდ ცდილობდა დაკარვშირებას გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სწორედ მათი დახმარებით შეაღწია შვილმა ქალის საცხოვრებელ ბინაში და ცხედარი იპოვა.
ადგილობრივების ცნობით, ქალს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
„ორი დღე იყო გაუჩინარებული. შვილმა და შვილიშვილმა მოაკითხეს და პატრულთან ერთად გატეხეს კარი და ნახეს ცხედარი. პოლიციამ, „სისხლში ცურავდაო“, „არეული იყო ყველაფერიო“,- ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
შსს-ს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.