Accentnews.ge
გიგაურის ადვოკატი: 10-ზე მეტმა პოლიციელმა ხელის და ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანება უკვე დაკავებულს

გიგაურის ადვოკატი: 10-ზე მეტმა პოლიციელმა ხელის და ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანება უკვე დაკავებულს

26/11/2024 07:40:39 სამართალი, საზოგადოება

24 ნოემბრის აქციის მონაწილე ანატოლი გიგაურს, რომელმაც პოლიციამ დააკავა, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. აღნიშნული მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, გამოყვანილია დაზარალებულად. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ხელით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახის მიდამოში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა დედის მისამართით და კვლავ დააპირა ფიზიკური ძალადობა, ამის შედეგიდა პასუხი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედება, რომელმაც ფაქტობრივად, ხელი გამოიყენა ხელის კვრის მიზნით - თავდაცვის მიზნით. 10-ზე მეტმა პოლიციელმა ხელის და ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანება უკვე დაკავებულს“,- თქვა ადვოკატმა.

მისი თქმით, ძალადობის კვალი დაკავებულს აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. ადვოკატი ითხოვს, დაკავებულს ჩაუტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა.

ის 25 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატიდანაც მოინახულეს. ომბუდსმენმაც მიუთითა კაკავებულის ნაამბობი ძალადობის შესახებ და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

გიგაურის დაკავების შესახებ 25 ნოემბერს განაცხადა შსს-მ. ირკვევა, რომ ის სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S