ანექსირებული დონეცკის რუსულმა სასამართლომ მამულაშვილსა და სხვა ქართველ მებრძოლებს დუსწრებლად მრავალწლიანი პატიმრობები მიუსაჯა

26-11-2024 16:55:44 პოლიტიკა ,სამართალი

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მათ შორის ქართული ლეგიონის ლიდერ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად მრავალწლიანი პატიმრობები მიუსაჯა.

საკუთრივ მამულაშვილის შემთხვევაში საუბარია 23-წლიან ვადაზე პატიმრობის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მამულაშვილმა 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში "დაქირავებული" მებრძოლები, ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები "გაწვრთნა და უზრუნველყო მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ", რაშიც მან, მოსკოვის მტკიცებით, "დიდძალი თანხები აიღო".

დაუსწრებლად "სასჯელი" კიდევ სამ ქართველ მებრძოლს შეუფარდეს: 34 წლის გიორგი რუსიტაშვილს, 30 წლის ნოდარ პეტრიაშვილსა და 54 წლის ვანო ნადირაძეს. სამივეს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა "დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები