Accentnews.ge
საქსტატი – აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა

საქსტატი – აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა

31/05/2019 07:52:58 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა.

2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება კი, მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელს, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა 4.8 %-ით განისაზღვრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S