Accentnews.ge
უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა

26/11/2024 19:16:31 საზოგადოება

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.

"ქართველი მებრძოლი 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა. დაკარგა მხედველობა და მოძრაობის უნარი. ერთი წლის განმავლობაში ის ჯერ უკრაინაში მკურნალობდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი ოჯახმა საქართველოში გადმოიყვანა სამკურნალოდ.

სპარტაკ ლეკიაშვილის ოჯახის ახლობელი ია ამირანაშვილი ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი თავდაპირველად გორის ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს, პარალელურად კი ოჯახი და ახლობლები უცხოეთში გასამგზავრებელ თანხას აგროვებდნენ:

"უკრაინაში მკურნალობიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, სპარტაკის ოჯახის წევრებმა მისი საქართველოში წამოყვანა გადაწყვიტეს. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, სპარტაკი დედასთან ერთად, თბილისში, ნაქირავებ ბინაში განაგრძობდა მკურნალობას. პარალელურად კი გროვდებოდა თანხა, რომ ბიჭი საზღვარგარეთ წაეყვანათ სამკურნალოდ. თანხის შეგროვების პროცესში ახლობლების გარდა, რიგითი ადამიანები იყვნენ ჩართულნი და რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი თანხაც შეგროვდა“.

მისივე თქმით, სპარტაკ ლეკიაშვილი დედასთან ერთად საფრანგეთში დაახლოებით ათი დღის წინ გაემგზავრა", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S