Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

27/11/2024 05:39:16 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა.

საჰაერო განგაში 27 ნოემბერს შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ კიეველებს უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს. დრონების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დედაქალაქის დნეპრის რაიონში სახლი დააზიანა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S