პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ყაველაშვილის ბიოგრაფიაში ცარიელია ველი მისი განათლების შესახებ

27-11-2024 12:14:06 ,

საჯარო წყაროების მიხედვით, „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს.

პარლამენტის საიტზე შესაბამის ველი ცარიელია.

2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა“, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული, შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები