
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ნინო ბაგაშვილი, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს
27/11/2024 09:26:31 საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ნინო ბაგაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ნინო ბაგაშვილი, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გაუძღვება. ის განათლებით არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. აქვს მერიის სისტემაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ტრანსპორტის მიმართულებით. სააგენტო ახალი ხელმძღვანელის პირობებში გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში დაინერგა“,-განაცხადა კალაძემ.
მან კიდევ ერთი საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ თანამდებობა დატოვა.