მარკო მიჰკელსონი – პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე: საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა მის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების დასრულების ზღვარზეა

27-11-2024 13:48:46 პოლიტიკა

"საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა მის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების დასრულების ზღვარზეა", – ასე ეხმიანება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები