27-11-2024 13:50:10 საზოგადოება ,სამართალი
11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც 10 და 17 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო, – იუწყება "მთავარი არხი".
პროცესი 11 დეკემბერს გაგრძელდება.
საუბარია 10 ნოემბერს ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით გამართულ დემონსტრაციაზე და 17 ნოემბერს თსუ-სთან გამართულ აქციაზე.
შსს აქციის მონაწილეებს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.