Accentnews.ge
ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს

ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს

27/11/2024 13:49:49 საზოგადოება, რეკლამა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიოთავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის გაერთიანების საქმეში წარმატებებს უსურვებს.

„მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამშობლოს სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ მას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ ჩვენ ყველაერთად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც დაგვაახლოებს სასურველ მიზანთან - ქვეყნის კვლავ გაერთიანებასა და გამთლიანებასთან“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S