Accentnews.ge
მოსამართლემ აქციის მონაწილე სტუდენტი 2 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ აქციის მონაწილე სტუდენტი 2 000 ლარით დააჯარიმა

27/11/2024 14:51:22 საზოგადოება

სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა სტუდენტი ვანო გომურაშვილი, რომელიც 16 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

გამოძიება მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებოდა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, მოსამართლემ მაინც შსს-ს პოზიცია გაიზიარა.

საქალაქო სასამართლოში დღეს დილის 10 საათიდან მიმდინარეობდა აქციების მონაწილეები სასამართლო პროცესები. საქალაქო სასამართლომ აქციების მონაწილეებს ჯამში 9 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კერძოდ, გომურაშვილის გარდა, 500 ლარით დაჯარიმდნენ - ილია სეთური, ლუკა ბერაია, ნინო ჭილაშვილი, დავით ცინცაბაძე, ქეთევან დაუდიშვილი. მათ შსს შეკრება მანიფესტაციის კანონის დარღვევას ედავებოდა, რაც გზის გადაკეტვაში გამოიხატა. 5 000 ლარით დააჯარიმეს ილია ღლონტი, ფეისბუკის ჯგუფის "დაიტოვეს" თანადამფუძნებელი და 10 ნოემბრის საპროტესტო მარშის ორგანიზატორი, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მტკვრის სანაპიროები გადაკეტეს.

აქციის მონაწილეთა პროცესები ხვალაც გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S