ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა

14-02-2020 16:48:44 ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საბჭოს მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 %-ით მოიმატა.

გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 5.2 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წელთან შედარებით 3 %–ით მეტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები