
"ვართ თუ არა ლეგიტიმურები?!" - ილიაუნის სტუდენტებმა პარლამენტთან პერფორმანსი გამართეს
28/11/2024 07:53:27 საზოგადოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი გამართეს.
მათი თქმით, მათ „ქართული ოცნების“ მსგავსად, დააკომპლექტეს „არალეგიტიმური მთავრობა“ და პარლამენტისგან მის დამტკიცებას მოითხოვდნენ.
„დავაფუძნეთ პარტია "სიბრძნე სიცრუისას" სახელით, საარჩევნო კომისია დავაკომპლექტეთ ჩვენ და არჩევნებზე შედეგები დავიწერეთ. ხალხი არ გვაღიარებს, არალეგიტიმური ვართ მათ თვალში. ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვაღიარებენ. არ გვაღიარებენ პოლიტიკური პარტიებიც. ასევე, არ გვაღიარებს პრეზიდენტი, მაგრამ ვაღიარებთ ჩვენს თავს... ვართ თუ არა ლეგიტიმურები?! - ეს კითხვა დაუსვით „ქართულ ოცნებას“, რადგან იგივე გააკეთეს, რაც ჩვენ... “ - პერფორმანსის მონაწილე სტუდენტმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების მისანიჭებლად დეპუტატები 25 ნოემბერს შეიკრიბნენ. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ.
დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავრობას ამტკიცებენ.
არჩევნებს ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი გაყალებებულს უწოდებენ და არ აღიარებენ. შედეგების გასაბათილებლად ორი სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოში.