Accentnews.ge
მოსამართლემ ფარულავა დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ ფარულავა დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა

28/11/2024 08:06:27 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა.

ლაშა ფარულავა 10 ნოემბერს აქციაში მონაწილეობდა. შსს მათ შორის მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ფარულავა პროცესზე აქციის შინაარსზე საუბრობდა, განაცხადა "არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ რეჟიმს", როდესაც დააჯარომა მოსამართლემ.

„ზვიად ცეკვავა მოსამართლეა, მაგრამ სამართალს არ ემსახურება - ეს ადამიანი ივანიშვილს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება. სხდომაზე ზვიად ცეკვავას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ „არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ სპეცოპერაციას“ - განვაცხადე. სწორედ ეს მოსამართლე იღებდა საარჩევნო დარღვევებზე გადაწყვეტილებებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" და "ქართული ოცნების" ცესკო-ს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება და ეს სიმართლე ვუთხარი პირში", - თქვა ფარულავამ.

სასამართლო 27 ნოემბრის შემდეგ განიხილავს აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S