სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლა

14-02-2020 16:51:52 სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ირაკლი კაკულია 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები – 30-30 ათას ლარიანის.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი - მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორისაა ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები