„რატომ წამოვედი? მილიონი საშუალება მქონდა, ხელი არ მომიკიდებია“

14-02-2020 16:08:33 ციტატა

„2 შაურად რომ არიან გაყიდულები, ისინი თავიანთი ლოგიკიდან ამოდიან: ვერ წარმოუდგებიათ, ფულს თუ გთავაზობენ, არ აიღო. მე რატომ წამოვედი? [„ქართული ოცნებიდან“] მილიონი საშუალება მქონდა, ხელი არ მომიკიდებია, რადგან ჩემს ფუნქციას კორუფციის დამარცხებაში ვხედავდი. როგორც შევედი, ისე გამოვედი და სწორედ ეს ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ ლაპარაკობენ ვიღაცეები დღემდე, თითქო გამომიშვეს, რადგან „რაღაცეები შემეშალა“. ამათ დონეზე არ უნდა დავეცეთ“.

განაცხადა ანალიტიკოსმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები