Accentnews.ge
საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს

საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს

28/11/2024 13:35:13 საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს.

"დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, "ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S