Accentnews.ge
ნიკა გვარამია: ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი

ნიკა გვარამია: ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი

28/11/2024 15:11:04 პოლიტიკა

ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

როგორც გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ირაკლი კობახიძემ ღიად და ცალსახად თქვა უარი ევროკავშირსა და ნატოზე.

“ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია”, - წერს გვარამია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S