Accentnews.ge
გახარია: რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა

გახარია: რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა

28/11/2024 15:39:58 პოლიტიკა

"გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით", - ასე ეხმიანება „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“.

„გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგან ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S